Sunday, October 26, 2014

დღე-9

ვიმუშავეთ შინაარსიანად,შევაფასეთ ერთმანეთის პორტფოლიოები,საინტერესო იყო შავი და თეთრი ოპონირება,ვადა მოგვეცა მასალების დასახვეწად, მადლობა იმისათვის, რაც ვისწავლეთ,სამომავლოდ  პრაქტიკაში გამოვიყენებ, იმედია,...გვანცა----super!

პროექტის პორტფოლიო

Saturday, October 25, 2014

ფინალისკენ მივდივართ ახალ-ახალი აღმოჩენებითა და დავალებებით, რომლებიც რთულდება, ფასილიტაციის მასალების გაცნობა საჭირო რამეა, დიდად გამოსადეგარი,მაგრამ  თეთრმა და შავმა ოპონირებამ სერიოზულად დამაფიქრა, ვნახოთ ხვალისთვის რა გამომივა...

Saturday, October 18, 2014

მოკლედ , მართლა საინტერესო მასალებია, მეცადინეობა მიდის სახალისოდ, ვსვამთ უამრავ კითხვას, რადგან ვიცით, რომ რასაც ვსწავლობთ გამოგვადგება--პრეზენტაციის მომზადება,პრობლემის გადაჭრა, კვლევა, მაღალი სააზროვნო უნარების მოქმედებებია და ცოტა მიჭირს,თუმცა გვანცას სისხარტე და გადმოცემის საოცარი უნარი გვეხმარება ამ უზააარმაზარ კომპიუტერულ სივრცეში გზის გასაკვლევად.

Sunday, October 12, 2014

დღე მეოთხე

დღევანდელი მეცადინეობა ძალიან მნიშვნელოვანი გამოდგა,რადგან ვისწავლე ის, რაც  ნამდვილად მჭირდება საქმიანობაში----ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი შეკითხვების დასმა,უწყვეტი შეფასების მეთოდები,რომლებსაც გამოვიყენებ და თანაც აღარ მეშინია, რაღაც-რაღაცეები უკვე გამომდიის....მადლობა

Saturday, October 11, 2014

დღე-3

საინტერესოდ წარიმართა დღევანდელი ჩვენი შეხვედრაც,განსაკუთრებული ინტერესით გავეცანით სტანდარტებისა და მიზნების რუბრიკას,შემდეგ კი სამი ტიპის შეკითხვებს, მათ ჩასმას შაბლონში ,ასევე ამ გეგმის შენახვასა და გამოყენებას შემდგომში.მოგვეცა დავალებები და მოუთმენლად დაველოდებით   მეცადინეობებს.