Sunday, September 28, 2014

დღე მეორე

 დღევანდელი დღე გაცილებით ნაყოფიერი იყო იმ თვალსაზრისით, რომ დავეუფლეთ პრაქტიკულ უნარს ბუკლეტებისა და ბროშურების მრავალფეროვან არჩევანში საუკეთესოს გამოსავლენად და დასამზადებლად მოკლე და სწრაფი გზის ასა - რჩევად.  მანამდე კი ვისაუბრეთ პროექტების მნიშვნელობასა და მის ყოვლისმომცველ როლზე, რითაც სასწავლო პროცესი მოსწავლისათვის, სახალისო და თვითრეალიზაციის საშუალება ხდება./სიტყვა-შემოესწავლება- მომეწონა/  მაგრამ ცოტა მეშინია ამ ყველაფერს  ერთად თუ დავიმახსოვრებ!!!

Saturday, September 27, 2014

დღე პირველი

მინდა გითხრათ, რომ მიუხედავად იმისა , რომ აქ ისე მოვედი,  არ მქონდა განწყობა დავსწრებოდი ტრენინგს, ამჟამად ვარ უსაზღვროდ კმაყოფილი, რადგან გავიგე, რომ ინტელის ეს პროექტი დამეხმარება თანამედროვე საგანმანათლებლო პროექტების დაგეგმვასა და წარმართვაში, განსაკუთრებით მომეწონა მუშაობის პროცესი, როცა შევძელი დავალებების შესრულება, რამაც მომცა იმედი . რომ ამ პროექტს წარმატებით გავივლი, ხოლო შემდეგ გამოვიყენებ სკოლაში.